logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე: ცეზარ ჩოჩელი "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

04 სექ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

როგორც ვაშაძე აცხადებს, გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ რამდენიმე პარტია და სუბიექტი შეუერთდება, თუმცა მას კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ ვინ აპირებს, ბლოკს შეუერთდეს.

"თქვენ იცით გაერთიანებულ ოპოზიციაში რამდენი პარტია და რამდენი სუბიექტია. 'პროგრესი და თავისუფლება' შეუერთდა ამ გაერთიანებას და ეს ბოლო შემოერთება არ იქნება, შემიძლია დაგარწმუნოთ. სიების წარდგენის დროისთვის ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან და ძალიან ბევრ პარტიასთან მიდის მოლაპარაკება... ცეზარ ჩოჩელიც მაჟორიტარი იქნება",-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

დღეს, 4 სექტემბერს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და პარტია პროგრესი და თავისუფლებას ერთ-ერთი დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკ ძალა ერთობაშიას შეუერთდა.

 


close დახურვა